15 მაისს, 12 საათზე, თსუ მუზეუმში (I კორპუსი, II სართული) გაიმართება „იაპონური კულტურის დღე“, რომელიც ეძღვნება თსუ-ში იაპონისტიკის მიმართულების ძირითადი პროგრამის პრეზენტაციას.
ღონისძიებაზე საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი, აკირა იმამურა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „საქართველო-იაპონიის ურთიერთობები“; წარმოდგენილი იქნება სიმღერები იაპონურ ენაზე, ორიგამის და კალიგრაფიის ხელოვნება, იაპონური საბრძოლო ხელოვნება – კენდოს საჩვენებელი ნომერი, გო-ს ტურნირი.
ასევე, წარმოდგენილი იქნება ეროვნული სამცენიერო ბიბლიოთეკის ფონდში დაცული იაპონური ტრადიციული ფერწერის ნიმუშები და გამომცემლობა „დიოეგენეს“ მიერ იაპონურიდან ქართულად თარგმნილი ლიტერატურა.
გთხოვთ მობრძანდეთ, დასწრება თავისუფალია.